iPhone-ის მსგავსად, Samsung-მაც საბოლოოდ დაამატა Galaxy სმარტფონებზე Back Tap ფუნქცია.
მის გამოსაყენებლად საჭიროა მობილურის უკანა ზედაპირზე ორჯერ ან სამჯერ შეხება. აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უკანა პლატფორმაზე შეხებით გადაიღოს “სქრინშოტი”, ჩართოს ფანარი, გამოიძახოს Google ასისტენტი და ა.შ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ში Android 13-ის განახლება მოხდა განბლოკილი Galaxy S22 სერიის სმარტფონებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ Back Tap მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იმუშავებს, თუ ტელეფონი ძილის რეჟიმშია, ეკრანი დაბლოკილია, ან ბატარეა 15%-ზე ნაკლებია.


Apple-ისა და Google-ის ტელეფონები უკვე დიდი ხანია ამ ფუნქციას გვთავაზობენ, Samsung-მა კი ეს სიახლე მხოლოდ ახლა დაამატა. Samsung Galaxy ტელეფონებს უკვე აქვთ ახალი Back Tap ფუნქცია.

წინა სტატიაiPhone 14 Pro-ს მფლობელები ჩივიან, რომ კამერის ბლოკი ხელს უშლის MagSafe Duo-ს დატენვას
შემდეგი სტატიაGITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი