მას შემდეგ, რაც Samsung-მა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი გამოუშვა, Apple-იც დასაკეცი მობილურის გამოშვებაზე ალაპარაკდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოწყობილობის შექმნაზე ფარულად მუშაობს. Apple -ის გულშემატკივრები დიდი ხანია სიახლეს ელოდებიან.
ამასობაში კი, Apple-ის თაყვანისმცემელმა ჩინეთიდან, ტექნოლოგიურ გიგანტს დაასწრო და კომპანიის ნებართვის გარეშე, დასაკეცი აიფონის შექმნა საკუთარ თავზე აიღო.
ჩინელმა იუთუბერმა, რომელიც KJMX მეტსახელით არის ცნობილი, მის მიერ შექმნილ ახალ სმარტფონს iPhoneV უწოდა. მან მოწყობილობა iPhone X-ის შიდა ნაწილებისგან და Motorola Razr 2019-ის კორპუსისგან შექმნა. საინტერესოა, რომ KJMX-მა გულმოდგინედ ამოიღო ორიგინალი iPhone-ის მინა, ისევე როგორც ეკრანის ყველა ფენა. მის მიერ შექმნილ დასაკეც სმარტფონში განთავსებულია ბატარეა, სენსორები და კამერა ეკრანის ზედა ნახევარში, ხოლო მოწყობილობის ქვედა ნახევარში არის დედაპლატა, ჩიპი და მეხსიერება.


ჩინელი იუთუბერი მოწყობილობაზე Tech Aesthetics-ის გუნდთან ერთად მუშაობდა. მათ შეცვალეს iPhone-ის ოპერაციული სისტემა, iOS, რათა დასაკეც ეკრანზე გამართულად ემუშავა. ეს ნიშნავს, რომ მრავალი აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ეკრანის ზედა და ქვედა ნახევარზე.
პროექტზე მომუშავე გუნდს სმარტფონზე სამუშაოდ თითქმის ერთი წელი დასჭირდა, მრავალი საცდელი ვარიანტის და შეცდომების შემდეგ, მათ სასურველ შედეგს მიაღწიეს.

წინა სტატიაამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა
შემდეგი სტატიაThe Game Awards-ის ნომინანტები მალე გამოვლინდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი