გეიმინგის წლის შემაჯამებელი ყოველწლიური ცერემონია The Game Awards 8 დეკემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ცერემონია სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
Game Awards-ის შემქმნელმა, პროდიუსერმა და წამყვანმა ჯეფ კეილიმ განაცხადა, რომ ცერემონიაზე სხვადასხვა ფორმით 50-ზე მეტი თამაში იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი შოუ სავსე იქნება ანონსებით, ნომინანტებითა და თრეილერებით. მისივე თქმით, ღონისძიების ნომინანტები მალე გამოვლინდებიან და მოთამაშეებისთვის ონლაინ ხმის მიცემა მალე დაიწყება.
ბევრ თამაშს ეძლევა შესაძლებლობა ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში მოიპოვოს, როგორიცაა საუკეთესო არტ მიმართულება, საუკეთესო მობილური თამაში, საუკეთესო ინდი სათაური და სხვა.
ჯეფ კელის განმარტებით, შოუ შესაძლოა დიდხანსაც გაგრძელდეს, რათა დამსწრე საზოგადოებისთვის, მაყურებლისთვის და თაყვანისმცემლებისთვის ღონისძიება დასამახსოვრებელი გახდეს.
აღანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონია YouTube-ზე და Twitch-ზე პირდაპირ ეთერში იქნება ნაჩვენები.