Nike .Swoosh Web3 პლატფორმას Polygon NFT-ებით უშვებს

Nike .Swoosh Web3 პლატფორმას Polygon NFT-ებით უშვებს

Nike-მა ახალი Web3 პლატფორმა გამოუშვა სახელწოდებით .Swoosh, რომელიც მომხმარებელს პოლიგონზე დაფუძნებულ NFT პროდუქტებს შესთავაზებს.
კომპანიამ 2021 წლის ბოლოს Web3 სტუდია RTFKT შეიძინა და ციფრული Nike სპორტულები გამოუშვა, როგორც Ethereum NFT.

Nike პლატფორმას ვირტუალური ტანსაცმლის გამოსაშვებად გამოიყენებს, როგორიცაა მაისურები და სპორტული ფეხსაცმელები ავატარებისთვის, მათი გამოყენება კი Web3-ის თამაშებში შესაძლებელია. ის ასევე Web3 ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა მომხმარებლებს რეალური უპირატესობები მიეცეთ, მაგალითად, ექსკლუზიური ფიზიკური ტანსაცმელი ან პროფესიონალ სპორტსმენებთან საუბარი.

კომპანია გეგმავს, რომ წლის ბოლომდე ახალი მომხმარებლები დახურულ პლატფორმაზე ეტაპობრივად დაუშვას. Nike მომხმარებლის რეგისტრაციის გახსნას უახლოეს დღეებში აპირებს. NFT-ის პირველი გამოშვება 2023 წლის იანვარში იქნება.
ამერიკული ჟურნალის Fast Company-ის სტატიაში ნათქვამია, რომ Nike ციფრული ფეხსაცმლის გაყიდვას 50 დოლარზე ნაკლებ ფასად გეგმავს.
„ჩვენ ვქმნით მომავლის ბაზარს ხელმისაწვდომი პლატფორმით, მათთვის ვინც Web3-ით არის დაინტერესებული, ამ ახალ სივრცეში .Swoosh-ისა და Nike-ის საზოგადოება შეძლებს ერთად შექმნას, გააზიაროს და ისარგებლოს პროდუქტით.” – თქვა რონ ფარისმა, Nike Virtual Studios-ის გენერალურმა მენეჯერმა.
თვითერში RTFKT-ის სპიკერმა განმარტა, რომ სტუდია არ აკონტროლებს .Swoosh პროექტს, მაგრამ Nike-ს Web3-ში მის შემდგომ გაფართოებაში ეხმარება. კომპანიამ დაამატა, რომ Nike გამოუშვებს ციფრულ ტანსაცმელს RTFKT CloneX NFT ავატარებისთვის, რომელიც ამ მფლობელებს მხარდაჭერილ Web3 თამაშებში და მეტავერსი სამყაროებში შეუძლიათ გამოიყენონ.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში
AI

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია
სიახლეები

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია

მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ
AI

მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ

Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი
სიახლეები

Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი

“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს
სიახლეები

“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს

ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა
სიახლეები

ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა