ევროპის ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა ქსელის (EBAN) დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი გური ქოიავა შეუერთდა, რომელიც საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” თანადამფუძნებელია.
გური ქოიავა EBAN-ის დირექტორთა საბჭოში 2 წლის ვადით აირჩიეს. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ყურადღების ცენტრში მოექცეს.
საქართველოს უმსხვილესი ანგელოზ ინვესტორთა ქსელი “აქსელი” 2021 წელს შეიქმნა და უკვე 70-ზე მეტ წევრს აერთიანებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მისი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა “ჭკვიანი ფულის” ინვესტირების ფასილიტაციით ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მეწარმეებში. 2021 წლის დეკემბრიდან აქსელი EBAN-ის წევრია.
EBAN ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპული ქსელია, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.
წინასწარი პროგნოზირებით, სექტორი წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს და ევროპის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მხრივ.
მთავარი Uncategorized