საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და მეტავერს ღონისძიებების სააგენტო ARRIVAL-ის ორგანიზებით რიგით მეორე ჰიბრიდული კონფერენცია WEB3 Startups Night გაიმართება.
𝐖𝐞𝐛𝟑 ღონისძიება 24 ნოემბერს რეალურ გარემოში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ასევე Metaverse-ში ჩატარდება. კონფერენციაზე წარმატებული ქართული Web3 სტარტაპები მონაწილეებს თავიანთ პროექტებს გაუზიარებენ, ამ პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. სტუმრებს ამ სივრცის ტოპ ინოვატორებთან შეხვედრის და გაცნობის საშუალება ექნებათ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფიზიკურ ლოკაციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ Audio Reactive Immersive შოუ.
ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
Web3 კონფერენციას 4 სპიკერი ეყოლება: Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურა შარაშენიძე, ფარაოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გივი გამყრელიძე, NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი – ლუკა ბახსოლიანი, Chakrulo_AI-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიშო ბერიანიძე.
ღონისძიების მოდერატორი Echolize-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თუშურაშვილია.

ერაივალი (Arrival) საქართველოში პირველი Metaverse-ის ივენთ სააგენტოა, რომელიც კომპანიებს ღონისძიებების Metaverses-ში ჩატარებაში ეხმარება.
Metaverse ვირტუალური სივრცეა, სადაც ადამიანებს შესვლა, სხვადასხვა აქტივობების და ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ.

Web3 კონფერენცია ორგანიზებულია ARRIVAL-ის მიერ GITA-სთან, NOXTTON-თან და BINANCE-თან პარტნიორობით.

წინა სტატიაApple ადასტურებს, რომ შემდეგი iPhone ექნება USB-C პორტს Lightning-ის ნაცვლად
შემდეგი სტატიაEBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი, გური ქოიავა შეუერთდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი