სმენა დაქვეითებულ ადამიანებს Apple AirPods-ი დაეხმარება, თუ მათთვის ძვირადღირებული სმენის აპარატები ხელმისაწვდომი არ არის.
Taipei Veterans-ის მთავარი საავადმყოფოს მეცნიერთა ჯგუფმა Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენის აპარატებს შეადარა და დაადგინა, რომ Apple შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.
Apple-ის ყურსასმენებს 2016 წლიდან Live Listen ფუნქცია დაემატა, რომელიც მობილურ მოწყობილობებს საშუალებას აძლევს მიკროფონივით იფუნქციონირონ და AirPods ან Beats ყურსასმენებზე გაძლიერებულ ხმას გადასცემენ.
თავიანთ ექსპერიმენტში მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარეს: 1500$-იანი სმენის აპარატები, $10000 პრემიუმ სმენის აპარატები, AirPods 2 და AirPods Pro ხმაურის შემცირების ფუნქციით.
ოთხივე მოწყობილობა 21 ადამიანთან გამოსცადეს, რომლებსაც მსუბუქი და ზომიერი სმენის დაქვეითება აღენიშნებათ. მკვლევარები მოკლე წინადადებებს კითხულობდნენ და მონაწილეებს მათი სიტყვასიტყვით გამეორებას სთხოვდნენ.
დადგინდა, რომ AirPods Pro ყურსასმენები ჩვეულებრივ სმენის აპარატებთან შედარებით წყნარ გარემოში მუშაობენ და პრემიუმ სმენის აპარატებს ოდნავ ჩამორჩებიან. ხოლო AirPods 2 არც ისე კარგად მუშაობს, თუმცა მათი მეშვეობით ხმის გაგონება მაინც შესაძლებელია, ვიდრე სმენის აპარატის გარეშე.
ხმაურიან გარემოში AirPods Pro-ს ყურსასმენები პრემიუმ კლასის სმენის აპარატებთან შედარებით კარგად მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ხმაური შორიდან მოდიოდა.
როგორც ცნობილია, ამერიკელი მოზარდების 15%-მდე სმენის დაქვეითებას აღენიშნებათ, თუმცა კარგი სმენის აპარატის შეძენა მათგან ყველას არ შეუძლია.
AirPods 2-ის ფასი აშშ-ში 129 დოლარია, ხოლო AirPods Pro 249 დოლარად არის შემოთავაზებული.