ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა

ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა

სოციალურ საწარმოთა ალიანსის (Social Enterprise Alliance Georgia) ორგანიზებით 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე “წლის სოციალური საწარმო 2022”-ის დაჯილდოების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 7 კაციანი ჟიურის ხმათა უმრავლესობით სამი ფინალისტიდან გამარჯვებული საწარმო ტენე (Tene) გახდა.
მწვანე სოციალური საწარმო “ტენე” ორი წლის წინ გაიხსნა და მეორადი ნარჩენებისგან დამზადებულ USB კაბელებს აწარმოებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. საწარმო გარემოში პლასტმასის ნარჩენების ფიზიკურად შემცირებას უწყობს ხელს.
“ტენეს” დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის განმარტებით, საწარმოს მთავარი მოტივაცია საქართველოში მიკრო ენერგეტიკის წარმოების სფეროს განვითარება და ამასთანავე, ხარისხიანი ქართული პროდუქტის შექმნაა.
„ტენეს“ ქარხანა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, საწარმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ ადამიანებს ასაქმებს.
ფინალისტებს შორის იყვნენ სოციალური საწარმო “დედიკო“, რომელიც 2021 წელს შექმნილი სამკერვალოა და მარტოხელა დედებს განვითარებაში ეხმარება.
და ასევე სამკერვალო საწარმო “ლიდერი“, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებას, დასაქმებას და ტექსტილის ნარჩენის შემცირებას ისახავს მიზნად.
ყოველწლიური ფორუმი 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მე-11-ედ ჩატარდა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სექტორში არსებული სიახლეების გაცნობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაა.
ფორუმი სოციალურ მეწარმეებს, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ და მხარდამჭერ პირებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მონაწილეებს საქმიანი კავშირების დამყარების საშუალება ეძლევათ.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში
AI

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია
სიახლეები

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია

მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ
AI

მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ

Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი
სიახლეები

Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი

“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს
სიახლეები

“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს

“გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება
სიახლეები

“გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა