9 წუთი 100%-მდე დასატენად – Redmi-მ ყველაზე სწრაფი დამუხტვის მქონე სმარტფონზე – Redmi Note 12 Explorer Edition-ზე ისაუბრა.
Redmi-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Redmi Note 12 Explorer Edition სმარტფონი სრულად 0-დან 100%-მდე სულ რაღაც 9 წუთში იტენება. ეს არის დღემდე ყველაზე სწრაფად დამტენი სმარტფონი – Redmi-მ პირველად შეამცირა დატენვის დრო ერთნიშნა რიცხვამდე.
აღსანიშნავია, რომ Redmi Note 12 Explorer Edition იყენებს სპეციალურ დიზაინს სამ არხიანი დატენვისთვის. თავდაპირველად, თითოეული არხი იტენება 20 ვ ძაბვით და 3,5 ა დენით, შემდეგ მახასიათებლები იცვლება 10 ვ და 7 ა.
რაც შეეხება ბატარეას, Redmi Note 12 Explorer Edition აღჭურვილია მაღალი ხარისხის 10C ორუჯრედიანი ბატარეით, რომლის სიმძლავრეა 2 x 2150 mAh.
დამტენს შეუძლია მაღალი სიმძლავრის დროს დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად იმუშაოს. დამტენ კაბელს ჩაშენებული აქვს Xiaomi E-mark სპეციალური ჩიპი, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს Xiaomi 210W სწრაფი დატენვის პროტოკოლის იდენტიფიკაციას, არამედ თავსებადია PD და QC პროტოკოლებთან.
Redmi Note 12 Discovery Edition 210 W სწრაფი დატენვით უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 330 დოლარია.