საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მასშტაბური Data Challenge-ის მეორე სერია იწყება. Data Challenge მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტო ან გუნდთან ერთად, კონკურში ჩაერთონ, დავალებები შეასრულონ და გამარჯვების შემთხვევაში ფულადი პრიზი მიიღონ. პროექტის მეორე ეტაპი 22 ნოემბერს დაიწყება და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე – 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე – 5 000 ლარით დაჯილდოვდება. გარდა ამისა, მონაწილეებს საქართველოს ბანკში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტში მონაწილეობა კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დავალების შესასრულებლად მსურველები ჯერ ვებგგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
პროექტის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები შეაფასებენ, მენტორობას კი მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები გაუწევენ. ესენი არიან, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერები: ნიკოლოზ მამისაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ლუკა ცაბაძე, ქეთევან ოთიაშვილი, სანდრო ხიზანიშვილი, ნინო გოგოლაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი.
“აღნიშნული კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, და რაც მთავარია, ამ მიმართულებით აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მონაცემთა მიმართულების ყველაზე მასშტაბური პროექტის Data Challenge-ის პირველ სერიაში, რომელშიც 125 გუნდი მონაწილეობდა, 3 გამარჯვებული გამოვლინდა. ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ: Pier Piper, Synapse და Brainblinker. მათი პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა.

ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია შემდეგ ვებგვერდზე განთავსდება: https://go.bog.ge/3EDnohb

წინა სტატიაეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა
შემდეგი სტატიაRedmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი