კონტენტზე გადასვლა
Apple-ს iOS-ის მომხმარებლების ჯაშუშობისთვის უჩივიან. კომპანია სრულ კონფიდენციალურობას დაჰპირდა

Apple-ს iOS-ის მომხმარებლების ჯაშუშობისთვის უჩივიან. კომპანია სრულ კონფიდენციალურობას დაჰპირდა

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

Apple-მა შესაძლოა შეაგროვოს პერსონალური მონაცემები მომხმარებლებისგან, მაშინაც კი, თუ მათ გამორთული აქვთ iPhone Analytics, რათა თვალყური ადევნონ აპს-შიდა აქტივობას. ამის შესახებ Mysk აპლიკაციის დეველოპერებმა განაცხადეს App Store-ზე, Apple Music-ზე, Apple TV-ზე, Books and Stocks-ზე – ამ პროგრამებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ წვდომა მონაცემებზე.

ამ ფონზე კუპერტინოელების წინააღმდეგ კლასობრივი სარჩელი შეიტანეს. დოკუმენტში ნათქვამია:

მონაცემთა თვალთვალისა და შეგროვების ფართო და არალეგალური ბიზნესის მეშვეობით, Apple-მა იცის მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გამოყენების ყველაზე ინტიმური და პოტენციურად უხერხული ასპექტები — ეთანხმება თუ არა მომხმარებელი Apple-ის ილუზორიულ შეთავაზებას ასეთი აქტივობის კონფიდენციალურობის შესახებ.

ამონარიდი სარჩელიდან

სარჩელი 10 ნოემბერს შევიდა. ახლა სასამართლო მხოლოდ მას განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს შემდგომ ქმედებებს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!