Tesla-სა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გასული წლის განმავლობაში იმდენი ფული დაკარგა, რომ გინესის რეკორდების წიგნის ყურადღებაც კი დაიმსახურა. მასკმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი „ისტორიაში პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგით“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2021 წლის ნოემბერში მასკის ქონებამ 340 მილიარდ დოლარს მიაღწია და ეს იყო პიკური მაჩვენებელი. დეკემბრის ბოლოსთვის ტესლას აქციების დაცემის გამო ბიზნესმენის კაპიტალი $137 მილიარდამდე დაეცა. მასკის ჯამური ზარალი ბევრად აღემატება 2000 წელს იაპონელი ინვესტორი მასაიოში სონის მიერ დამყარებულ წინა რეკორდს – $58,6 მილრდ.
ამავდროულად, 2021 წელს ილონ მასკი გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს მიაღწია. პირველი ასეთი მაჩვენებელს Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მიაღწია. მასკმა დაკარგა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი და ახლა მას ფრანგი ბერნარ არნო, ფუფუნების საქონლის კონგლომერატის LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) დამფუძნებელი ატარებს, რომლის ქონება 190 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დეკემბრის ბოლო კვირაში Tesla-მ დაკარგა 85 მილიარდი დოლარის ღირებულება და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 390 მილიარდ დოლარამდე დაეცა. მხოლოდ ერთ წელიწადში ტესლას ღირებულება განახევრდა. ჯერ კიდევ იანვარში ის 1,2 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული.
ასევე წელს, მასკმა გაყიდა ბევრი აქტივი ავტომწარმოებელში Twitter-ის შესყიდვის დასაფარად. ახლა ბიზნესმენის წილი Tesla-ში დაახლოებით 44 მილიარდი დოლარია.