Apple გამოუშვებს ახალ Mac Pro-ს M2 Ultra პროცესორით ამ გაზაფხულზე, წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი.
ამ დროისთვის კომპანია ტესტავს კომპიუტერს macOS 13.3-ით, რომელიც ბეტაშიც კი არ არის გამოშვებული. ის დეველოპერებისთვის გაეცემა macOS 13.2-ის გამოშვების შემდეგ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში.
M2 Ultra პროცესორი ასევე გამოჩნდება ახალ Mac Studio-ში, მაგრამ დაინერგება თუ არა ის Mac Pro-სთან ერთად, უცნობია.
ახალი Mac Pro-ის დიზაინი უცვლელი დარჩება. მთავარი განსხვავება Mac Pro-სა და Mac Studio-ს შორის იქნება მოსახსნელი SSD და GPU. Mac Pro მიიღებს ორ სლოტს SSD-ის გაფართოებისთვის, ასევე კონექტორებს დამატებითი გრაფიკული ბარათების დასაკავშირებლად. RAM იქნება შედუღებული, ამიტომ მისი შეცვლა შეუძლებელია.