ინტერაქტიული სარეკლამო ბიუროს (IAB) ხელმძღვანელმა Apple დაადანაშაულა თვალთმაქცობაში და ცინიზმში მისი პოლიტიკის გამო, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს ხელს უშლის თვალთვალისთვის iOS მომხმარებლების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ექსტრემისტი უტევს ჩვენს ინდუსტრიას გარედან, არიან ისეთებიც, რომლებიც ამას შიგნიდან აკეთებენ. კერძოდ, Apple არის მაგალითი ცინიზმისა და თვალთმაქცობისა, რომელიც საფუძვლად უდევს გაბატონებულ ექსტრემისტულ დამოკიდებულებებს.

დევიდ კოენი, IAB-ის აღმასრულებელი დირექტორი

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Apple-ს შეუძლია თავისი მომხმარებლების ჯაშუშობა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, თქვა კოენმა. გარდა ამისა, Apple თავად იყენებს ფორმულირებას “პერსონალიზებული” რეკლამა, ხოლო სხვა დეველოპერებმა უნდა მოითხოვონ “ნებართვა თვალყურის დევნებისთვის”.

ინტერაქტიული სარეკლამო ბიურო (IAB) არის ორგანიზაცია, რომელიც ავითარებს სარეკლამო ინსტრუმენტებს და ინდუსტრიის სტანდარტებს რეკლამისთვის აშშ-სა და ევროპაში. IAB მოიცავს Google და Adobe.

წინა სტატიასაქართველოს ეროვნულ ბანკში Micro Focus ESM-ის წარმატებული დანერგვა
შემდეგი სტატიაNothing Phone(2) მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი