კონტენტზე გადასვლა
Apple მუშაობს AR ჩაფხუტის ტექნოლოგიაზე, რათა დაეხმაროს მხედველობით დაქვეითებულ ადამიანებს

Apple მუშაობს AR ჩაფხუტის ტექნოლოგიაზე, რათა დაეხმაროს მხედველობით დაქვეითებულ ადამიანებს

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

Bloomberg-ის მარკ გურმანმა განაცხადა, რომ Apple მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაეხმარება მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს.

ის განკუთვნილია მომავალი AR ჩაფხუტისთვის. კომპანიას ჰყავს გამოყოფილი XDG გუნდი, რომელიც სწავლობს შემდეგი თაობის კონტენტის ჩვენების ტექნოლოგიას, ხელოვნურ ინტელექტს და მოწინავე AR/VR ყურსასმენებს.

კონკრეტულად როგორ დაეხმარება ჩაფხუტი ადამიანებს, უცნობია. ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგია გამიზნული იქნება AMD-ის მქონე პაციენტებზე (ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია), რომელიც იწვევს მხედველობის ბრმა ლაქებს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!