iPhone 16 Pro-ში გაიზრდება ეკრანის თანაფარდობა. სმარტფონი უფრო გრძელი გახდება

ცნობილმა ანალიტიკოსმა როს იანგმა განაცხადა, რომ iPhone 16 Pro-ში ეკრანის ასპექტის თანაფარდობა შეიცვლება.

iPhone 14-ის ხაზში არის 19.5:9. 2024 წლის ფლაგმანებში ეს მაჩვენებელი 19.6: 9-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სმარტფონები ცოტა უფრო გრძელი გახდება, მაგრამ არა უფრო ფართო.

ასევე, მისივე თქმით, ცნობილი გახდა ეკრანების ზუსტი დიაგონალები: Pro-სა და Pro Max-ში 6.12 და 6.69 ინჩი გაიზრდება შესაბამისად 6.27 და 6.86-მდე. ორივე შემთხვევაში სხვაობა იქნება 2,5%.

დაბოლოს, იანგმა განაცხადა, რომ iPhone 17 Pro-ს პირველად ექნება ეკრანის ქვეშ Face ID.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *