Bloomberg: ილონ მასკი კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია (192 მილიარდი დოლარი)

ილონ მასკი Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის პირველ ხაზს დაუბრუნდა.

დღეს მისი ქონება 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამავდროულად მეორე ადგილზე დაეცა ყოფილი ლიდერი, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო – 187 მილიარდი დოლარი.

ამავდროულად, Forbes-ის რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს არნო 215 მილიარდი დოლარის სიმდიდრით, ხოლო მეორე ადგილზეა ილონ მასკი 200 მილიარდი დოლარით.

მანამდე მასკმა უკვე მოახერხა 2022 წლის დასაწყისში Bloomberg-ისა და Forbes-ის რეიტინგების პირველ ადგილზე ყოფნა. შემდეგ მან თქვა, რომ ყიდდა თავის ქონებას და რეალურად საცხოვრებელი არ ჰქონდა, ღამეს ათევდა ტესლას ოფისში ან მეგობრებთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *