ჯერ ჯერობით მხოლოდ Apple-ის AirTag-ის აღმოჩენაა შესაძლებელი, მაგრამ Google-ი მუშაობს სხვა მწარმოებლებთანაც მათი მხარდაჭერის დამატებისთვის.
2023 წლის ივლისიდან სისტემა ხელმისაწვდომი იქნება ყველა Android-ზე 6.0 და ახალი ვერსიებისთვის.
თუ სისტემამ აღმოაჩინა ტრეკერი, რომლის მფლობელიც მის ახლო არ არის თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ და შეძლებთ სრული მარშრუტის ნახვას რა დროსაც ტრეკერი თქვენთან სიახლოვეში იყო.
ასევე მოგცემთ საშუალებას “ჩართოთ ხმოვანი სიგნალი” ტრეკერზე, რომელიც მის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ასევე ტრეკერის ტელეფონთან ახლოს მიტანისას თქვენ შეძლებთ გაიგოთ მისი მფლობელის შესახებ დეტალური ინფორმაცია თუ ეს შესაძლებელია კონფიგურაციიდან გამომდინარე.
ტრეკერების აღმოჩენის ფუნქციის გაშვება ხელითაც იქნება შესაძლებელი შესაბამისი მენიუდან.
ანალოგიური ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS მოწყობილობებზე 2022 წლის თებერვლიდან.