URedditor X (Twitter) მომხმარებლის თქმით, iPhone 15 Pro და 15 Pro Max იქნება 6 GB ოპერატიული მეხსიერებით.
ასევე, მისივე თქმით, A17 ჩიპი იმუშავებს 3,7 გჰც სიხშირეზე (A16-ს აქვს 3,46 გჰც სიხშირე). ჩიპი შედგება 6 ბირთვიანი პროცესორისგან და 6 ბირთვიანი გრაფიკისგან. შედარებისთვის, A16-ს აქვს მხოლოდ 5 გრაფიკული ბირთვი.
A17 პროცესორი დაინსტალირებული იქნება მხოლოდ iPhone 15 Pro-სა და iPhone 15 Pro Max-ში. iPhone 15 და iPhone 15 Plus გამოიყენებენ გასული წლის A16 ჩიპს, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ iPhone 14 Pro-ში.