მარკ გურმანმა Bloomberg-იდან გააზიარა ახალი დეტალები Apple Vision Pro ჩაფხუტის იაფი ვერსიის შესახებ.
როგორც ჩანს, კომპანია მიზნად ისახავს 1500-2000$ ფასის დიაპაზონში მოხვედრას. პროდუქტის საბოლოო ღირებულების შემცირების ერთ-ერთი გამოსავალი არის EyeSight ფუნქციის ამოღება. ის პასუხისმგებელია მომხმარებლის თვალის თვალყურის დევნებაზე და გარე ეკრანზე ჩვენებაზე.
შესაბამისად, Apple ამოიღებს ზოგიერთ სენსორსა და კამერას მოწყობილობას. გარე ეკრანიც შეიძლება გაქრეს.
იაფ მოდელთან ერთად Apple მეორე თაობის Vision Pro-საც ავითარებს. ამ მოწყობილობის მთავარი აქცენტი იქნება გზების მოძიება, რათა ის უფრო მსუბუქი და გამოსაყენებელი იყოს.