Apple აგრძელებს მუშაობას მე-4 თაობის iPhone SE-ზე.
სმარტფონმა მიიღო D59 მოდელი, კოდური სახელწოდებით Ghost. MacRumors-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა საბოლოოდ უარი თქვას iPhone 8-ის ამ თაობის დიზაინზე.
ირწმუნებიან, რომ გაჯეტის ეკრანის ზომა გაიზრდება. კორპუსს კი iPhone 14-დან მიიღებს, მაგრამ ოდნავ მოდიფიცირებული იქნება. ასევე, Touch ID სკანერი გაქრება SE ხაზიდან და ჩანაცვლდება Face ID-ით.
სავარაუდოდ, iPhone SE 4 იქნება დაახლოებით 6 გრამით მსუბუქი ვიდრე iPhone 14, იწონის 165 გრამს.