Apple ელოდება იმაზე ნაკლებ iPad Pro-ს გაყიდვას OLED ეკრანით, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი

Apple ელოდება იმაზე ნაკლებ iPad Pro-ს გაყიდვას OLED ეკრანით, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი

Dimitri GogeliaDimitri Gogelia

Apple-მა ახალი თაობის iPad Pro-სთვის OLED ეკრანების შეკვეთები 20-30%-ით შეამცირა, იუწყება Aju Korea Daily.

კომპანიამ თავდაპირველად შეუკვეთა 10 მილიონი დისპლეი: 6 მილიონი LG-სგან და 4 მილიონი Samsung-ისგან. ახლა Apple-მა LG-ის შეკვეთა 3-4 მილიონ ეკრანამდე შეამცირა, სამსუნგთან ხელშეკრულება უცვლელი რჩება.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეკვეთების შემცირება გამოწვეულია Apple-ის მოლოდინების ცვლილებით მოწყობილობების გაყიდვებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, კომპანია 13 დიუმიან მოდელზე მოთხოვნის შემცირებას ელის, რადგან მისთვის ყველა ეკრანი LG-ის მიერ უნდა იყოს წარმოებული. Samsung პასუხისმგებელია OLED დისპლეების წარმოებაზე 11 დიუმიანი ვერსიისთვის.

Apple-მა შესაძლოა გადახედა გაყიდვების პროგნოზს მომავალი ტაბლეტების მაღალი ფასის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, 11 დიუმიანი iPad Pro OLED ეკრანით 1500 დოლარი ეღირება, ხოლო 13 დიუმიანი 1800 დოლარი.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა