Apple-მა 10 დღეში გაყიდა 200 ათასზე მეტი Vision Pro, წერს MacRumors კომპანიის მუშაობის შესახებ ნაცნობ წყაროზე დაყრდნობით.
ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს თქმით, პირველ სამ დღეში კომპანიამ გაყიდა 160-180 ათასი Vision Pro. ახალი მონაცემების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ გაყიდვების ტემპი სერიოზულად შემცირდა.
შესაძლოა, გაყიდვების უმნიშვნელო ზრდა მოხდეს პირველი მომხმარებლების მიმოხილვებისა და გამოხმაურების გამოქვეყნების შემდეგ.
Apple სავარაუდოდ გამოუშვებს დაახლოებით 500 ათას Vision Pro-ს, მაგრამ რამდენ ხანს გაყიდის მათ უცნობია. კუოს თქმით, კომპანია მზად არის დაბალი მოთხოვნისთვის, მაღალი ფასისა და წარმოების სირთულის გამო.