Apple გეგმავს 2026 წელს გამოუშვას დასაკეცი ტაბლეტი iPad mini-ის ჩანაცვლებისთვის

Apple ავითარებს დასაკეცი ტაბლეტს 7.8 დიუმიანი ეკრანით, რომელიც ჩაანაცვლებს 8.3 დიუმიან iPad mini-ს.

ახალი მოწყობილობის პრეზენტაცია 2026-2027 წლებში იგეგმება. თუმცა, კომპანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება ეს iPad თუ დიდი iPhone.

დასაკეცი ტაბლეტის პარალელურად, Apple ავითარებს iPad mini-ს OLED ეკრანით.

დიდი ალბათობით, სამსუნგი Apple-ს მოქნილ დისპლეებს მიაწვდის, თუმცა LG თავის ნიმუშებს ტესტირებისთვისაც აგზავნის. მაგრამ Samsung უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ამ სფეროს.

Samsung-ისა და LG-ის ეკრანებს შორის ამ მომენტისთვის მთავარი განსხვავება არის მასალები და საკინძები, რაც გავლენას ახდენს პროდუქტის საიმედოობასა და გამძლეობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *