2024 წლის 10 სექტემბერს Sony-მ ტექნიკური პრეზენტაციის ფარგლებში გაამჟღავნა ინფორმაცია $700 ღირებულების PlayStation 5 Pro სათამაშო კონსოლის შესახებ. მოწყობილობის ბაზისურ კომპლექტაციაში არ იქნება დისკის წამკითხველი, მისი შეძენა მოგიწევთ ცალკე, ისევე როგორც ვერტიკალური განთავსების სადგამის. PS5 Pro-ს გაყიდვები დაიწყება 7 ნოემბერს, წინასწარი შეკვეთები კი – 26 სექტემბრიდან.

ახალი კონსოლის ძირითადი უპირატესობები და გაუმჯობესებები:

  • PS5 Pro უფრო მძლავრია ვიდრე PS5, მაგალითად, გრაფიკის რენდერინგი 45%-ით უფრო პროდუქტიულია;
  • PS5 Pro-ს სამი ძირითადი ტექნოლოგია: AI-აფსქეილინგი, გაუმჯობესებული რეიტრეისინგი და სიმძლავრის გაზრდა;
  • PSSR-ის (PlayStation Spectral Super Resolution – PlayStation-ის საკუთარი AI-ის გამოყენებით გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია) მხარდაჭერა — DLSS-ის ანალოგი;
  • რეიტრეისინგი 2-3-ჯერ უფრო სწრაფი გახდა;
  • კაპოტის ქვეშ RDNA 3 33.5 ტერაფლოპსით;
  • PS5 Pro $200-ით ძვირია ვიდრე PS5;
  • PS5 Pro-სთვის დისკის წამკითხველი ცალკე უნდა შეიძინოთ $100-ად.

Sony-ში განმარტეს, რომ ადრე დეველოპერებს უწევდათ გამოსახულების ხარისხის შემცირება მაღალი FPS-ისა და რეიტრეისინგისთვის, ხოლო PS5 Pro-ში საკმარისი სიმძლავრე უნდა იყოს 60 FPS-ისთვის მაღალი ხარისხით. Sony-მ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ ყველა თამაში, რომლის გამოშვების თარიღი 16 სექტემბრის შემდეგაა, ოპტიმიზირებული უნდა იყოს PS5-ისთვის. თუ ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია – თამაშს ექნება სპეციალური წარწერა PS5 Pro Enhanced.

მწარმოებლის ინფორმაციით, PS5 Pro არის Sony-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი კონსოლი. კონსოლმა მიიღო AMD Zen 2-ის 8-ბირთვიანი პროცესორი (16 ნაკადი 3.5 გჰც-ზე), RDNA 3 გრაფიკული ჩიპი (33.5 ტერაფლოპსი) და 16 გბ GDDR6 ოპერატიული მეხსიერება 18 გბიტ/წმ სიჩქარით.

PlayStation 5 Pro-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 2 ტბ SSD, DualSense უსადენო კონტროლერი და წინასწარ დაყენებული Astro’s Playroom-ის ასლი. ახალი კონსოლი მხარს დაუჭერს ყველა აქსესუარს, რომელიც ადრე გამოვიდა PS5-ისთვის.

გამოშვებისას PlayStation 5 Pro-ს გაუმჯობესებული შესაძლებლობების სრულ მხარდაჭერას მიიღებენ თამაშები Alan Wake 2, Assassin’s Creed: Shadows, Demon’s Souls, Dragon’s Dogma 2, Final Fantasy VII Rebirth, Gran Turismo 7, Hogwarts Legacy, Horizon Forbidden West, Marvel’s Spider-Man 2, Ratchet & Clank: Rift Apart, The Crew Motorfest, The First Descendant და The Last of Us Part II Remastered. Sony-ში აღნიშნეს, რომ ეს არ არის თამაშების სრული სია.

ევროპაში PS5 Pro-ს ღირებულება დისკის წამკითხველითა და სადგამით შეადგენს მინიმუმ 949 ევროს.

წინა სტატიაiPhone 16 Pro და ProMax
შემდეგი სტატიასატელიტების ნახევარზე მეტი Starlink-ს ეკუთვნის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი