Intel-მა წარადგინა Battlemage-ის ვიდეობარათების სერია: Arc B580 და B570. ესენი არის საშუალო სეგმენტის მოწყობილობები, მაგრამ განახლებული მეხსიერებით. გაყიდვაში ვიდეობარათები შევლენ 2024 წლის დეკემბერში (B580) და 2025 წლის იანვარში (B570).
ორივე მოწყობილობა დაპროექტებულია Xe2-HPG (Battlemage) არქიტექტურის საფუძველზე. კომპანია მათ განიხილავს საშუალო ბიუჯეტიანი ვიდეობარათების ბაზრისთვის, რომელიც კონკურენციას გაუწევს Nvidia-ს RTX 4060-ს. ვიდეობარათები აღჭურვილია PCIe 4.0×8 ინტერფეისით, DisplayPort 2.1 და HDMI 2.1 პორტებით.
მოწყობილობების მახასიათებლები:
Arc B570 | Arc B580 | |
GPU | Battlemage BGM-G21 | Battlemage BGM-G21 |
GPU-ს სიხშირე | 2,5 გჰც. | 2,67 გჰც. |
ბირთვები | 18 Xe2 და 18 RT ბლოკი | 20 Xe2 და 20 RT ბლოკი |
მეხსიერება | 10 გბ GDDR6 | 12 გბ GDDR6 |
მეხსიერების გამტარუნარიანობა | 380 გბ/წმ | 456 გბ/წმ |
მეხსიერების სალტე | 160 ბიტი | 192 ბიტი |
უფრო მაღალი მოდელი Arc B580 გაიყიდება 2024 წლის 13 დეკემბერს. მოწყობილობა დაჯდება 249 დოლარი. Arc B570-ს გამოუშვებენ მცირედ მოგვიანებით — 2025 წლის 16 იანვარს. უმცროსი მოდელი დაჯდება 219 დოლარი. სიახლეს გამოუშვებენ კომპანიები Acer, ASRock, Gunnir, Maxsun, Onix და Sparkle. Arc B580 გამოვა სპეციალურ ვერსიაში Intel-ის გაგრილების სისტემით.