დაანონსდა Nintendo Switch 2!

კომპანია Nintendo-მ, როგორც ინსაიდერები იტყობინებოდნენ, ახალი პორტატიული კონსოლი დააანონსა.

დიზაინი პირველი თაობის მსგავსია, მაგრამ ზომები უფრო დიდია, ხოლო Joy-Con კონტროლერები შავია — ფერადი მხოლოდ მათი შიდა ნაწილია. კონტროლერები “ტანს” მაგნიტების საშუალებით ეკვრის და მათი გამოყენება მაუსის სახითაც შეიძლება. მარჯვენა Joy-Con-ზე, ღილაკ “Home”-ს ქვემოთ, ახალი ღილაკია. ამის შესახებ ინფორმაცია გაჟონვის შედეგად გახდა ცნობილი.

Nintendo-მ განაცხადა, რომ ახალი კონსოლი უკუთავსებადი იქნება პირველი Switch-ის თამაშებთან — როგორც ციფრულ, ასევე ფიზიკურ ასლებთან.

როგორც ადრე, კონსოლის გამოყენების ორი რეჟიმი იქნება: პორტატიული და სტაციონარული. მოწყობილობის უკანა მხარეს მდებარე სადგამი და დოკ-სადგური განახლდა.

ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია მახასიათებლების შესახებ არ არის. უფრო მეტი დეტალები Nintendo Direct-ზე უნდა გაირკვეს — ღონისძიება 2 აპრილს გაიმართება. კონსოლი გაყიდვაში წელს გამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *