ქსელში გამოჩნდა Galaxy A56, A36 და A26-ის ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაცია WinFuture-მა გაავრცელა. Samsung-ის ახალი ბიუჯეტური მოდელების ოფიციალური პრეზენტაცია 2 მარტს არის მოსალოდნელი.
ტექნიკური მახასიათებლები:
| მოდელი | Galaxy A56 | Galaxy A36 | Galaxy A26 |
|---|---|---|---|
| გაბარიტები | 162,7×77,5×7,4 მმ, 197 გრამი | 162,7×77,9×7,4 მმ, 195 გრამი | 164×77,5×7,7 მმ, 200 გრამი |
| ეკრანი | 6,7″, 2340 × 1080, 120 ჰც, Corning Gorilla Glass Victus | 6,7″, 2340 × 1080, 120 ჰც, Corning Gorilla Glass 7+ | 6,7″, 2340 × 1080, 120 ჰც |
| პროცესორი | 8-ბირთვიანი Exynos 1580 (2,91 გჰც, Xclipse 540) | 8-ბირთვიანი Snapdragon 6 Gen 3 (2,4 გჰც, Adreno 710) | 8-ბირთვიანი Exynos 1380 (2,4 გჰც, Mali-G68 MP5) |
| მეხსიერება | 8/12 გბ ოპერატიული | 6/8 გბ ოპერატიული | 6/8 გბ ოპერატიული |
| კამერები | 50 მპ, ƒ/1.8, OIS + 12 მპ (ფართო) + 5 მპ (მაკრო) | 50 მპ, ƒ/1.8, OIS + 8 მპ (ფართო) + 5 მპ (მაკრო) | 50 მპ, ƒ/1.8, OIS + 8 მპ (ფართო) + 2 მპ (მაკრო) |
| აკუმულატორი | 5000 მაჰ, 45 ვტ | 5000 მაჰ, 45 ვტ | 5000 მაჰ, 25 ვტ |
| ოპერაციული სისტემა | OneUI 7 Android 15-ზე ბაზაზე | OneUI 7 Android 15-ზე ბაზაზე | OneUI 7 Android 15-ზე ბაზაზე |
| დამატებით | Wi-Fi 6E, 5G, NFC, Bluetooth 5.3, ლითონის კორპუსი | Wi-Fi 6E, 5G, NFC, Bluetooth 5.3, 3,5-მმ პორტი | Wi-Fi 6E, 5G, NFC, Bluetooth 5.3, 3,5-მმ პორტი |
Galaxy A56

Galaxy A36

Galaxy A26

Galaxy A სერიის ახალი სმარტფონები გაყიდვაში მარტის დასაწყისში გამოვა. WinFuture-ის მონაცემებით, ფასები თითქმის იდენტური იქნება წინა მოდელების ფასებთან:
- Galaxy A56 — 479 ევროდან
- Galaxy A36 — 379 ევროდან
- Galaxy A26 — 299 ევროდან
სერიის უმცროსი მოდელი, Galaxy A16, 2024 წლის ბოლოს წარადგინეს.