გერმანულმა Mercedes-მა წარადგინა ელექტრო ველოსიპედი Mercedes-AMG F1, რომელსაც აწარმოებს ამერიკული N+ Bikes. 750 ვტ სიმძლავრის ძრავა უზრუნველყოფს ოთხ რეჟიმს: ნორმალურიდან სარბოლო რეჟიმამდე. ელექტრო ველოსიპედის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო სვლის მარაგი 112 კმ-ია 48 ვოლტიანი ბატარეის წყალობით.
საყრდენ მილში არის დამატებითი ბატარეის შესანახი ადგილი, რომელიც ცალკე იყიდება. მწარმოებელს არ გაუთვალისწინებია ბატარეის სწრაფად ამოღების შესაძლებლობა, რაც ართულებს ველოსიპედის დისტანციურად დამუხტვას ან ცივ ადგილას გამოყენებას, როდესაც აკუმულატორები ხშირად თან უნდა წაიღოთ.

Mercedes-AMG F1-ს მოყვება ჭკვიანი ჩაფხუტი, რომლის დაკავშირებაც ველოსიპედთან Bluetooth-ის საშუალებით შეგიძლიათ. ჩაფხუტს აქვს შეჯახების გამოვლენის ფუნქციები SMS შეტყობინებებით, რომლებიც მომხმარებლის ახლობლებს გაეგზავნებათ. Smart eBike Helmet აღჭურვილია განათების სენსორით, სამუხრუჭე სიგნალებით და მიმართულების მაჩვენებლებით, რომლებსაც საჭეზე ღილაკით აკონტროლებთ.
ელექტრო ველოსიპედი აღჭურვილია ცხრასაფეხურიანი Shimano Cues გადაცემათა კოლოფით.

Mercedes-AMG F1-ის სამი ვერსიის ღირებულება 4 ათასიდან 7,5 ათას დოლარამდე მერყეობს. ცალკე ჩაფხუტი 400 დოლარი დაგიჯდებათ, ბატარეა კი – 700 დოლარი. ორი ფრთისთვის კიდევ 100 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

Wired-ის ავტორმა აღნიშნა, რომ Mercedes-AMG F1 გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხვა ელექტრო ველოსიპედები, თუმცა მწარმოებელი პროდუქტის ოფიციალურ წონას არ აკონკრეტებს.