კომპანია Fairphone-მა წარმოადგინა მისივე სახელწოდების სმარტფონების სერიის მეექვსე თაობა. მოწყობილობის შეძენა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოსახულება ნაჩვენებია 6,31 დიუმიან LTPO OLED დისპლეიზე. ეკრანის გარჩევადობა 2484 × 1116 პიქსელია, განახლების სიხშირე კი დინამიურია და კონტენტის მიხედვით 10-დან 120 ჰც-მდე მერყეობს. დისპლეის Gorilla Glass 7i შუშა იცავს.

Fairphone 6 შექმნილია 8-ბირთვიან Snapdragon 7s Gen 3 პროცესორზე. მომხმარებლებს ასევე ხელმისაწვდომია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ მუდმივი მეხსიერება. ინტერფეისებიდან არის Bluetooth 5.4, 5G, Wi-Fi 6E და NFC. ასევე არის USB-C 2.0 პორტი დამუხტვისთვის და მეხსიერების ბარათის პორტი 2 ტბ-მდე.

სმარტფონს აქვს სამი კამერა:

  • ძირითადი Sony Lytia 700C 50 მპ, 1/1.56;
  • ფართოკუთხა 13 მპ, 1/3.06″;
  • წინა Samsung KD1 32 მპ ავტოფოკუსით.

ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4415 mAh მოცულობის მოსახსნელი აკუმულატორი. კომპანია ასევე იუწყება, რომ სულ 12 კომპონენტის შეცვლაა შესაძლებელი, მათ შორის დისპლეისა და პორტების. ამის გარდა, Fairphone-მა გამოუშვა ფირმული აქსესუარები: ბარათის დამჭერი, დამცავი ქეისი, ლანიარდი და თითის სამაგრი. ყველა აქსესუარი სმარტფონს პატარა ხრახნებით მაგრდება და არა მაგნიტებით, როგორც ეს სხვა მწარმოებლებთან არის განხორციელებული.

Fairphone 6 მუშაობს Android 15-ზე ან /e/OS-ზე. კომპანია გვპირდება, რომ Android-ის განახლებებს 2033 წლამდე გამოუშვებს. სმარტფონი ასევე დაცულია მტვრისგან და ტენიანობისგან IP55 სტანდარტით.

სმარტფონის შეძენა უკვე შესაძლებელია 600 დოლარად. ის ხელმისაწვდომია სამ ფერში, ხოლო კომპლექტში არ მოყვება კვების ბლოკი და დამტენი კაბელი.

წინა სტატიაUnihertz-მა წარმოადგინა Titan 2 — Android-სმარტფონი ფიზიკური QWERTY-კლავიატურით და ორი ეკრანით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი