Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

Anthropic-მა მორიგ საინვესტიციო რაუნდში მოიზიდა $13 მილიარდი. ფული ჩადო ინვესტორთა ჯგუფმა, რომელთა შორისაც არიან ისეთი ცნობილი ფონდები, როგორიცაა ICONIQ, Fidelity Management & Research და Lightspeed Venture Partners. ამასთან, კომპანიის შეფასებამ $183 მილიარდს მიაღწია. ორივე ციფრი რეკორდულია Anthropic-ის ისტორიაში. სულ ამ წლის მარტში კომპანია $61,5 მილიარდად იყო შეფასებული და $3,5 მილიარდი მოიზიდა — ანუ შეფასების ზრდა […]