კომპანია Valve-მა წარმოადგინა ახალი სათამაშო მოწყობილობების ანონსი: VR-ყურსასმენი Steam Frame, სათამაშო კომპიუტერი Steam Machine და გეიმპადი Steam Controller. სამივე მოწყობილობა 2026 წლის დასაწყისში გამოვა.
Steam Frame წარმოადგენს ვირტუალური რეალობის უსადენო ჩაფხუტს, რომელიც Steam-ის ბიბლიოთეკას უჭერს მხარს. დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ჩაფხუტს დაბალანსებული წონა აქვს. ასევე, კომპლექტში შედის 6 გჰც სიხშირის ადაპტერი და ორი კონტროლერი.

Steam Machine — ეს არის სათამაშო მინი-კომპიუტერი, რომელიც SteamOS-ზე მუშაობს. Valve აცხადებს, რომ მოწყობილობა გამოირჩევა ჩუმი მუშაობით და მას ექნება HDMI და USB პორტები. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება AMD-ის პროცესორითა და ვიდეობარათით, რაც საშუალებას მისცემს თამაშების გაშვებას 4K და 60 FPS რეჟიმში, მაგრამ FSR-ის გამოყენებით. Steam Machine-ის ვარიანტები იქნება 512 გბაიტი და 2 ტბაიტი მეხსიერებით, microSD ბარათების მეშვეობით გაზრდის შესაძლებლობით.

Steam Controller — ეს არის გეიმპადი, რომელიც მხარს უჭერს უსადენო კავშირს სპეციალური ადაპტერისა და Bluetooth-ის მეშვეობით. კონტროლერს აქვს მაგნიტური სტიკები და გიროსკოპი მოძრაობის სამართავად. გეიმპადი თავსებადია ნებისმიერ მოწყობილობასთან, რომელზეც შესაძლებელია Steam კლიენტის დაყენება.
