ავსტრალიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას უკრძალავს

ავსტრალიაში ოფიციალურად ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას და მათი გამოყენებას უკრძალავს. პოპულარული პლატფორმები, როგორიცაა TikTok, YouTube და კიდევ რვა სხვა, ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად გადაამოწმონ მომხმარებლის ასაკი და დაიცვან ახალი შეზღუდვები. თუ სოციალური ქსელი 16 წლამდე ასაკის ბავშვს დაუშვებს, მას 33 მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

სამართალდამცავები და ხელისუფლება ხაზს უსვამენ, რომ კანონის მიზანია არასრულწლოვნების დაცვა მავნე კონტენტისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, ონლაინ ბულინგისა და მანიპულაციებისგან. დაინერგა ვერიფიკაციის გაძლიერებული მექანიზმები: ვებსაიტებმა უნდა მოითხოვონ დოკუმენტები, გადაამოწმონ ასაკი მესამე მხარის სერვისების მეშვეობით და აკონტროლონ საეჭვო აქტივობები.

კანონის ძალაში შესვლის პირველ საათებში უკვე გაჩნდა ცნობები, რომ მოზარდების ნაწილი ცდილობს შეზღუდვების გვერდის ავლას – იყენებენ VPN-ს, სხვის ანგარიშებს, ყალბ ასაკს. ეს აიძულებს ხელისუფლებას, გააფრთხილოს მშობლები შესაძლო რისკების შესახებ. ერთ წელიწადში გაირკვევა, რამდენად ეფექტურად განხორციელდა ეს პოლიტიკა და რამდენი მომხმარებლის დაცვა მოხერხდა სოციალურ ქსელებზე წვდომისგან.

ავსტრალიაში მიღებული კანონი მსოფლიოში პირველი გახდა, რომელიც ბავშვებისთვის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებზე რეგისტრაციის აკრძალვას ასეთი მკაცრი ჯარიმებით ამყარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *