ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა აპლიკაციის შიგნით გადახდის სერვისი სახელწოდებით X Money გაუშვა. მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები Premium ან Premium+ გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი.
სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს მყისიერ გადარიცხვებს X ბარათით, 3%-იან ქეშბექს და საკუთარ ციფრულ საფულეს. ხელმისაწვდომია გადარიცხვები Venmo-ს სტილში, არსებობს Apple Wallet-ის მხარდაჭერა, თავსებადობა Apple Pay-სა და Google Pay-სთან. ასევე შესაძლებელია ფიზიკური Visa ბარათის (ლითონის) შეკვეთა მომხმარებლის სახელით.
კლიენტების თანხები Cross River Bank-ში ინახება და დაზღვეულია 250 ათას დოლარამდე; თითოეული ოპერაცია გადის Visa-ს რისკების მართვის სისტემის მეშვეობით. X Money-ის გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, დეპოზიტებზე ამონაგებმა შესაძლოა წლიურ 6%-ს მიაღწიოს. თუმცა, ეს განაკვეთი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის: Premium+ გამომწერებს ის მაშინვე სთავაზობთ, ხოლო Premium მომხმარებლებს ამისთვის ანგარიშზე გარკვეული თანხის შეტანა სჭირდებათ.
ილონ მასკმა თებერვალში X Money-ის ბეტა-ვერსიის გაშვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, „ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი ფული შეინახება; ის თამაშის წესებს შეცვლის“.