Apple მოწყობილობას „ვინტაჟურად“ (vintage) მიიჩნევს მაშინ, როდესაც მისი გაყიდვიდან ამოღებიდან ხუთზე მეტი, მაგრამ შვიდზე ნაკლები წელია გასული. მას შემდეგ, რაც მოწყობილობა შვიდ წელზე მეტია აღარ იყიდება ახალი სახით, ის „მოძველებულად“ (obsolete) ითვლება. კომპანია ვინტაჟური პროდუქტებისთვის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს შვიდ წლამდე სთავაზობს მომხმარებელს, იმ პირობით, თუ სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომია.
iPhone X-ისთვის, რომელიც Apple-ის მოძველებული პროდუქტების სიაში ხუთშაბათს დაემატა, ეს ნიშნავს, რომ არც Apple და არც მისი ავტორიზებული სერვის პროვაიდერები აღარ უზრუნველყოფენ შეკეთებას ან სათადარიგო ნაწილებს. iPhone X-მა საფუძველი ჩაუყარა სრულეკრანიან დიზაინს ზედა ჭრილით (notch), რასაც, ბუნებრივია, თან ახლდა საწყისი ეტაპის პრობლემები.
ჯერ კიდევ 2017 წელს, Apple-ის მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ მათ iPhone X-ის ეკრანის კიდეებზე მწვანე ხაზები გაჩნდა, სხვებს კი პრობლემები შეექმნათ Face ID-ის მოდულთან დაკავშირებით. Apple ორივე შემთხვევაში მაღაზიებში მოწყობილობის შეცვლას სთავაზობდა მომხმარებლებს, თუმცა iPhone X-ის სრული გაწვევა (recall) არასდროს მომხდარა.
ხუთშაბათიდან ოფიციალურად მოძველებულად ითვლება ასევე 2018 წლის 15-დუიმიანი MacBook Pro — პირველი MacBook, რომელსაც ჰქონდა Apple-ის T2 უსაფრთხოების ჩიპი Touch ID მონაცემების, უსაფრთხო ჩატვირთვის მართვისა და სხვა ფუნქციებისთვის. სამწუხაროდ, 2018 წლის MacBook Pro-ს ასევე ჰქონდა „საშინელი“ პეპლისებრი (butterfly) კლავიატურა, რისთვისაც Apple-ს შეცვლის პროგრამა ჰქონდა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდა.
მომხმარებლებს, რომლებიც კვლავ ფლობენ iPhone X-ს ან 2018 წლის 15-დუიმიან MacBook Pro-ს, ამიერიდან მესამე მხარის სერვის ცენტრების იმედად ყოფნა მოუწევთ. მიუხედავად ამისა, 2026 წლისთვის ამ მოწყობილობების შეკეთება შესაძლოა ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იყოს.








კომენტარები
ახალი კომენტარის დაწერა