Facebook-ზე მესენჯერში გაგზავნილი მესიჯების წაშლაა შესაძლებელი

Facebook-ის მესენჯერს ახალი ფუნქცია დაემატა. ამ ფუნქციის წყალობით, შეგეძლებათ გაგზავნილი მესიჯები წაშალოთ და უკან დააბრუნოთ.
მესიჯების “უკან დასაბრუნებლად” მხოლოდ 10 წუთი გექნებათ. 
მესიჯის წასაშლელად საჭიროა დააკლიკოთ გაგზავნილ მესიჯს, Remove-ს და შემდეგ Remove for Everyone. გაგზავნილი მესიჯი რომ წაიშალა ეს დაიწერება, თუმცა კონკრეტულად რა ეწერა გაგზავნილში, ეს აღარ გამოჩნდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *