9 თებერვალი – “Uniკალური ქართული დამწერლობა, unicode და ციფრული სამყარო”

ღონისძიება სახელწოდებით “Uniკალური ქართული დამწერლობა, unicode და ციფრული სამყარო” ჯეოლაბში 9 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება, სადაც მოხდება MTAVRULI.GE-ს წარდგენა დაინტერესებული პირების წინაშე.

“ერთად გავნიხილავთ ციფრულ სამყაროში არსებულ unicode-ს და ქართული დამწერლობის Uniკალურობას.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ჯეოლაბი – მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *