18 თებერვლიდან, “მაგთის” მომხმარებლებს ნომრის მომსახურების გადასახადის გადახდა მოუწევთ.
გადასახადის გადახდა მომხმარებლებს ყოველ 180 დღეში ერთხელ მოუწევთ, 1 ლარის სახით.
ამ ცვლილებებს “მაგთი” აქამდეც აანონსებდა, თუმცა, როგორც კომისიების მარეგულირებელი კომპანია აცხადებდა, მომსახურების გაძვირების პროცესის შეჩერება იყო საჭირო: “კომისიისგადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგანგანსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში”