ფაბლაბ ტექნოპარკი 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ. ტრენინგი ჩატარდება 19 მარტს 14:00-დან 16:00 საათამდე და ის განკუთვნილია 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამაში – Tinkercad მოზარდები სამგანზომილებიანი მოდელირების საწყისებს და 3D მოდელირების პროგრამის ხელსაწყოებს გაეცნობიან. ერთჯერადი, გაცნობითი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან პროდუქტის 3D მოდელს.