კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო. Sheamotsme.ge ვებ-გვერდია, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი.
“შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია „Visualware”-თან თანამშრომლობს. ინტერნეტ მომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.” – წერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://goo.gl/8nxDWd