თბილისში საერთაშორისო კონკურსი ,,ტექნოლოგიური გამოწვევა” გაიმართა. კონკურსი გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.”ბანაკში 10-დან 18 წლამდე გოგონებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევითარებინათ ახალი უნარები კომპიუტერულ პროგრამირებასა (software programing) და ბიზნეს მოდელის დაგეგმვაში. ბანაკში 60-მა გოგონამ გაიუმჯობესა ტექნიკური და ინტერპესონალური უნარები.
აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად გოგონებმა 4 თვიანი სწავლება გაიარეს – კოდინგის, მარკეტინგის და მეწარმეობის მიმართულებით. ტექნოლოგიურ ბანაკში კი განავითარეს თავიანთი ახალი მობილური აპლიკაციების პროტოტიპები და მათთან დაკავშირებული ბიზნეს მოდელები.” – წერს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.