Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ TED ღონისძიებაზე საკუთარ გამოსვლაში აღიარა რომ TWITTER-ს საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს და სამუშაო ჯგუფმა მის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად დიდი სამუშაო უნდა გასწიოს. დორსის ხედვით პლატფორმა უნდა გახდეს სივრცე, რომლეით მეტად ფოკუსირებული ინტერესთა ჯგუფების შექმნასა და ე.წ ნეთვორკინგზე იქნება, ვიდრე ინდივიდუალური ექაუნთებით ოპერირებაზე. ჯეკ დორსიმ სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც ქსელი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და უამრავ ახალ მომხმარებელს შემოიკრებს გარშემო.