სასტუმროში “რუმსი” 1 მაისს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (Economic Policy Research Center ) ერთობლივ პროექტში-GEclose2EU მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი.
კონკურსის გამარჯვებული კომპანიების 15000 ლარამდე ტექნიკური დახმარების გრანტს მიიღებენ და პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ შვედეთსა და ჰოლანდიაში სასწავლო ტურში მიიღონ მონაწილეობა.
“კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა, აგრეთვე, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ.” – წერს აწარმოე საქართველოში