ქართველები Intel-ის საერთაშორისო კონკურსზე მობილურ დეტექტროს წარადგენენ

ტექნოპარკის ფაბლაბში მომავალი ინჟინრები მობილურ დეტექტორზე მუშაობდნენ, რომელიც საჭიროა ჰაერში სიმკვრივეთა ცვლილების აღმოსაჩენად და არის ,,შლიერენის მეთოდის” გამარტივებული ოპტიკური სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი.

“ფაბლაბის ტექნიკური გუნდი მოსწავლეებს დაეხმარა პროტოტიპის ვიზუალურად გაუმჯობესებასა და კონცეფციის დახვეწაში.
მიღებულ პროტოტიპს მოსწავლეები წარადგენენ Intel-ის საერთაშორისო მეცნიერებისა და ინჟინერიის კონკურსზე” – წერს ფაბლაბ ტექნოპარკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *