Android-ის ოპერაციული სისტემის შემდეგ კომპანიას სერვისი SD Association-მაც შეუწყვიტა. ეს კი ნიშნავს, რომ SD ან microSD ბარათის მხარდაჭერით ტექნიკის გამოშვება აეკრძალა.
The SD Association-ის გარდა ARM, Intel, Qualcomm, Broadcom – Huawei სერვისს ვერც ამ კომპანიებისგან მიიღებს.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.