საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში იქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში.
„მოხარული ვართ, რომ ფუძნდბა ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პოროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.
ამ თვეების განმავლობაშ, ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ განათლებას, რომელმაც უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლება.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.