ვიეტნამის ხელისუფლება გლობალურ ბრენდებს მოუწოდებს,Youtube-ზე რეკლამა აღარ განათავსონ

გამოცემა The Drum ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიეტნამის ხელისუფლება გლობალურ ბრენდებს მოუწოდებს, ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯონ და Youtube-ზე რეკლამა აღარ განათავსონ.

„Google [Youtube-ის მფლობელი] ეფექტურად ვერ მართავს საკუთარ კონტენტს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ადგილობრივი სააგენტოების გარეშე, რეკლამა პირდაპირ Google-ის ან Youtube-ისგან იყიდოს, – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში – უახლოეს მომავალში, ხელისუფლება აპირებს, YouTube-ს მიმართოს, რომ მხოლოდ წინასწარ იდენტიფიცირებულ და შემდეგ სერტიფიცირებულ ვიეტნამურ არხებს მისცეს პლატფორმაზე რეკლამის განთავსების საშუალება. სამინისტრო, ასევე, ითანამშრომლებს ვიეტნამის სახელმწიფო ბანკთან და შესაბამის სააგენტოებთან, რომ მკაცრად გააკონტროლონ Google-სა და Youtube-ზე რეკლამაში დახარჯული თანხები“.

წყარო: მარკეტერი

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *