Apple-ის მობილური, პლანშეტური და სამაგიდო საოპერაციო სისიტემების მომავალი ვერსიების დაგემოვნება უკვე შესაძლებელი გახდა ფართო პუბლიკისათვის. ყველაზე დიდი ინტერესი მაინც iOS 13-ის მიმართ ფიქსირდება, რომელშიც დაპირებული მუქი რეჟიმი და დიდი განახლებებია აპლიკაციებში Mail, Maps, Notes და Reminders. მოსალოდნელია უფრო ჭკიანური ფოტოების მართვა, მემოჯი სტიკერები და სირის უფრო ბუნებრივი ხმა და აპლიკაციების უფრო სრაფად გაშვება.
რა თქმა უნდა ინტერესს მიღმა არ რჩება iPadOS-ის პირველი საჯარო ბეტა, რომელიც iOS-ის ბაზაზე არის რა თქმ უნდა მაგრამ სამომხმარებლო ინტერფეისი იდეალურად არის მორგებული პლანშეტურ მოხმარებაზე. გათვალისწინებულია სამაგიდო დონის ვებ-ბრაუზერი, ერთი და იგივე აპლიკაციის რამდენიმეჯერ გაშვება, გარე დისკების მიერთება და ბევრი სხვა პერსონალური კომპიუტერის მსგავსი ფუნქცია.
macOS Catalina-ში უმთავრესად აპლიკაციების განახლებაა. ახლა უკვე iTunes-ის ნაცვლად სამი ახალი აპლიკაცია დაგხვდებათ, რომლებიცაა Music, Podcasts და TV. ასევე ოფიციალურად შეძლებთ iPad-ის მეორე ეკრანად და სტილუსად გამოყენებას.
ბეტა ტესტირებაში ჩართვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე.