სავაჭრო პლატფორმაზე “Bitstamp” ბიტკოინის ღირებულება კვლავ გაიზარდა. ამჟამად კრიპტოვალუტის ღირებულება $11,318.00-ს შეადგენს.
საინტერესოა, რომ 2017 წლის დასასრულისთვის კრიპტოვალუტა, დაახლოებით, $20 000 ღირდა, ხოლო 2018 წელს ბაზარზე მისი ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზად ანალიტიკოსები სამთავრობო თუ ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებს ასახელებდნენ. საბოლოოდ, 2019 წლის აპრილში კრიპტოვალუტის ფასი $5,087 გახდა, ახალანდელი მონაცემებით კი, როგორც აღვნიშნეთ, ბიტკოინის ღირებულებამ $11,318.00-ს მიაღწია.