საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ბელარუს კოლეგასთან ერთად ინფორმაციული და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ რესურსცენტრს ეწვია, სადაც IT-ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის სფეროში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება.
ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ მზადყოფნა გამოთქვა სურვილის შემთხვევაში ქართულ მხარეს პროფესიული განათლების სფეროში ბელარუსის გამოცდილება გაუზიაროს.